Sunday, 1 July 2018

მერვე დღე

გადავამოწმე პორტფოლიოს საქაღალდეები. სოგოერთი ფაილი გადავაადგილე საჭიროებისამებ;
განვიხილე საკითხი სასწავლო პროცედურების შესახებ.  შევიტანე რამდენიმე ცვლილება სასწავლო პროექტის გეგმაში. გადავიკითხე ინტელის ელექ.სახელმძღვანელოში ფასილიტაციის რესურსები .

Saturday, 30 June 2018

მეშვიდე დღე

 გავუზიარეთ ერთმანეთს მოსავლის სავარაუდო ნაშრომების ჩვენეული ვარიანტები.
ვისაუბრეთ ჩვენს პრაქტიკაში ჩვენს მიერ გამყენებულ მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე.
დღვანდელ  დღეს გავეცანი, როგორ უნდა გამოვიყენოთ შეფასების მეთოდები 21–ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის პროექტზე მუშაობისას.
შევქმენი  შეფასების ფორმები .
გამოვიყენე რესურსები:შეფასების დაგეგმვის ცხრილი და შეფასების გეგმის ჩეკლისტი.
შეფსაების სტრატეგიებს გავეცანი ასევე შესაბამის მოდულში მოცემული ბმულიდან. შექმნილი შეფასების ფორმები მოვათავსე პორტფოლიოს შესაბამის  საქაღალდეში.
დამღლელი დღე იყო, მაგრამ საჭირო ცოდნა მოვიღე.
მადლობა, თეოს!

Sunday, 24 June 2018

მეექვსე დღე

ეს იყო დღე–შოკი.
ვიმუშავე შესვენების გარეშე. საინტერესოა პოვერპოინტში მუშაობა, სლაიდის შევსება, ფერებისა და დიზაინის დაყენება, სურათების ვიდეოსა და აუდიოს ჩასმა სლაიდებში.
მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცის მომზადება ძალიან საინტერესო იყო, თუმცა დასრულება ვერ მოვასწარი.
გავიაზრე პროექტის გეგმის  ერთ–ერთი შემადგენელი პუნქტის–დიფერენცირებული სწავლების –ძირითადი მოთხოვნები. ჩამოვწერე პროექტისთვის საჭირო რესურსები.
მადლიერი ვარ, თეოსი!

Saturday, 23 June 2018

მეხუთე დღე

საშინაო დავალებასთან დაკავსირებით, მივიღე საინტერესო უკუკავშირი ტრენერისგან. განვიხილეთ დაწვრილებით პროექტის პორტფოლიო შეფასების რუბრიკა საფუძვლიანად  გავიაზრე კრიტერიუმები.
 გავიარე მოდული–კავშირები . განვიხილეთ და გადმოვიწერე დამატებითი რესურსებიდან გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები და ვივარჯიშეთ საჭირო ფაილში ჩასმაზე.
დასასრულს ტრენერმა შემოვთავაზა წარგვედგინა ჩვენეული პროექტის პრეზენტაცია პოვერპოინტში.
ტრენინგმა ნაყოფიერად, მსუბუქად და საინტერესოდ ჩაიარა.
მადლობა, თეოს!
  

Sunday, 17 June 2018

მეოთხე დღე

საინტერესო დღეა.
განვიხილეთ ჩემი საშინაო დავალება.მივიღე საინრერესო რჩევები,კიდევ ერთხელ გავიაზრე მიზნები, განსაკუთრებით საინტერესოა ბუკლეტებზე მუშაობა, განვიხილე ნიმუშების შაბლონები და დავამუშავე პირველი გვერდი. პირველად კი დავფიქრდი, მეგონა ვერ შევძლებდი, მაგრამ ტრენერის დახმარებით გავართვი თავი.

Saturday, 16 June 2018

მესამე დღე

განვსაზღვრე პროექტის მიზანი და მივუსადაგე სტანდარტები. ვუმუშავე ასევე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. კიდევ უფრო მკაფიოდ მაქვს ჩამოსაყალიბებელი პროექტის მიზნები.